8-01-2018
2018 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში 3 ჰესი შევა. ამის შსახებ ინფორმაციას commersant-ი ავრცელებს. კერძოდ, ნოემბერსში კასლეთი ჰესი 2 უნდა გაიხსნას, რომლის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 45,8 მლნ კვტ. საათი. ჰესს კომპანია ჰიდროლეა აშენებს.
საქართველოს 2018 წლის ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ნოემბერში შევა ექსპლუატაციაში ასევე ხეორიჰესიც. ჰესს შპს ხეორიჰესი აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,393,140 ლარია. ჰესი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ხეორზე შენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 1.37 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 6,50 გვტ.სთ.
წელსვე ამუშავდება ხადორიჰესი 3, რომელიც პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე შენდება. მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება 27.5 მლნ კვტ.სთ.
imedinews.ge