8-12-2022
აბსოლუტურად შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინს - „დემოკრატიული უკუსვლა“. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რათა ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანას მიაღწიონ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის LIVE“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, მკაფიოდ გაუმჯობესებულია.
„თვალწინ მიდგება ყველა უსასტიკესად ნაწამები პატიმარი, რომელიც ციხეებში მყავს ნანახი. ზოგი იმის გამო კვდებოდა, რომ აწამებდნენ და ზოგი იმის გამო, რომ არ მკურნალობდნენ. მახსენდება, როგორ შემყავდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი თომას ჰამარბერგი ციხეებში, როგორ ვესაუბრებოდით პატიმრებს.
ეს ადამიანი არათუ იმას ვერ იჯერებდა, რასაც უყვებოდნენ, არამედ რასაც ხედავდა, იმის დაჯერება ცუჭირდა - როგორ შეიძლება, ეს სიმართლე იყოსო. რაც ხდებოდა, ციხე იმის მხოლოდ ერთი მაგალითია. [ახლა] ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში წინსვლაა. ამ დროს, აბსოლუტურად შეგნებულად, ამკვიდრებენ ტერმინს - „დემოკრატიული უკუსვლა“. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რათა ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანას მიაღწიონ.
დღეს საქართველოდან გაცილებით ნაკლები საქმე მიდის სტრასბურგში, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობიდან.
დღეს საქართველოს ციხეებში კვდება უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მაგალითად, ორჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში;
დღეს საქართველოს არჩევნებზე ვერ იტყვის ვერავინ ვერაფერს, თუ იმ გაყალბებულ, ხმის ე.წ. პარალელურ დათვლასარ დაგვიდებს ე.წ. სამართლიანი არჩევნები ან რომელიმე სხვა NGO-საზოგადოება. ამ ფონზე, დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილი და ამ ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა.
ამას აქვს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი არის საქართველოში საკუთარი აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში“, - განაცხადა სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024