გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყნის გარეთ დაწერილი დიდი სცენარის მიხედვით, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაც ამის დასტურია

8-12-2022

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, „ღამის კურიერთან“ საუბრისას, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა. 


„დიდი სცენარი, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არ იწერება და როგორც ჩანს ხელისუფლება, რომელიც არ არის დაკვეთების უპირობო შემსრულებელი, მიუღებელია დიდი სცენარის ავტორებისთვის. როგორც ჩანს, როცა პატარა ქვეყნის ინტერესები ასე მაღალ ხარისხში აჰყავს ხელისუფლებას, ის ხელისუფლებები მიუღებელი ხდება, რამეთუ, დიდ პოლიტიკას, მათი გადმოსახედიდან, ისინი ხელსუშლიან. ეს სცენარი უკვე წაკითხვადია  და ხედავთ, რომ, რეგიონში ურთულესი ვითარების დროს, როდესაც საომარი მოქმედება მიდის უკრაინაში, მაგრამ აქტორები მხოლოდ უკრაინა და რუსეთი არ არიან, პრაქტიკულად, ჩართულია მთელი დასავლეთის უდიდესი ნაწილი და ძალიან მძიმე ვითარებაა, როგორც ჩანს, ამ დიდ სცენარში საქართველოს როლი იყო ის, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო ქვეყანაში. ეს მოწოდებები და შეძახილები ყოველდღეა.


ბოლოდროინდელ მაგალითს მოვიყვან - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი (კასიანოვი) ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველომ იარაღი უნდა მიაწოდოს უკრაინას...


უშიშროების საბჭოს მდივანი გვთავაზობს, შევეშველოთ მსხვერპლში, რომ მხოლოდ უკრაინელი ბავშვები და დედები არ იღუპებოდნენ…


სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოში მეორე ფრონტი სასურველ შედეგზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ სარისკო და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველაზე უმთავრესი საკუთარი ხალხის და საზოგადოების ინტერესების დაცვაა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930