გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც არასამთავრობოები, რომლებიც პარტნიორებისგან ფინანსდებიან, სცენაზე აქტიურად არბიან და ხელისუფლების გადაყენებას ითხოვენ, ეს პარტნიორების პასუხისმგებლობაცაა - ამიტომაც ვუსვამთ კითხვებს აშშ-ისელჩს

8-12-2022

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში, საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მისი თქმით, მათი დესტრუქციული ქმედებების შესახებ ისაუბრა.


„როდესაც არასამთავრობოები, რომლებიც პარტნიორებისგან ფინანსდებიან, სცენაზე აქტიურად არბიან და ხელისუფლების გადაყენებას ითხოვენ, მეტიც, [ტექნიკური მთავრობის] დაკომპლექტების სცენარსაც კი წარმოადგენენ, უცხოელი მეგობრებისა თუ პარტნიორებისგან ფინანსდებიან, ჩვენ დავსვით კითხვა - ემიჯნება თუ არა ამერიკის ელჩი მათი მხრიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს ამ პოზიციაში?


თურმე, კითხვის დასმა დასავლეთზე გალაშქრება ყოფილა. თუკი კონგრესმენი რომელიმე ელჩს კითხვას უსვამს და ეს პარტნიორული ურთიერთობის წინააღმდეგობად აღიქმება, არ მგონია, რომ ასეთი სტანდარტი ამერიკასა თუ ევროპაში იყოს. როცა კითხვები ჩნდება, იმას პასუხებიც სჭირდება. ჩვენც სწორედ კითხვები გავაჩინეთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930