გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ხორავას ქუჩის საქმეზე“ ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ მოზარდას ბრალს დღეს წაუყენებენ

20-07-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ  ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.


დ.ღ-ს დაკითხვა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.


ადვოკატის, გოჩა კვარაცხელიას განცხადებით, დაკითხვის შედეგად  მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.


„გამოძიების ყველა კითხვას გასცა ობიექტური და სრულყოფილი პასუხი. გუშინ გამოძიებას კითხვები არ დარჩენია. დღეს თუ რამეს დააზუსტებენ, არ ვიცი. გუშინ კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით, გეტყვით, რომ იქ მისი ბრალეულობა არ იკვეთება“ - აცხადებს ადვოკატი.


შეგახსენებთ, შსს-მ გუშინ გაავცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულმა მოზარდმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. უწყების ცნობით, მოზარდმა გამოძიებასთან სისხლიან დაპირისპირებაში მიხეილ კალანძდიას მონაწილებაზე ისაუბრა, რაც სასამართლო პროცესზე უარყო. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულმა არასრულწლოვანმა, ასევე, დამალა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის ფაქტი.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031