გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონიმიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

8-12-2022

6-8 დეკემბერს ქალაქ დუბაიში გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონიმიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

 

მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საბაჟო და წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერები და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ასევე, შემდგომი რაუნდის გამართვა  საქართველოში 2023 წლის მარტში დაიგეგმა.

 

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა თბილისში მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930