გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად

20-07-2018

პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს უკეთესი მომავლის, მშვიდობის და განვითარების საფუძველია.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება.

„ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად. ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი უკეთესი მომავლის, მშვიდობის და განვითარების საფუძველია. ტუსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საიმედო და სანდო პარტნიორია რთულ რეგიონში, სადაც საქართველოს, როგორც კონსტრუქციული პარტნიორის როლი, უდიდესია. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩვენს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ პერიოდში შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი, სტაბილურ, დემოკრატიულ, დინამიური ეკონომიკური გარემოს მქონე სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე“- განაცხადა ხულორდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031