9-12-2022
არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც ჩაიყვანენ უკრაინაში და მეორე - იღებენ საკომისიოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ“იმედი - LIVE”-ში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმე იდეით არის ჩასული უკრაინაში და იდეით საკუთარ სიცოცხლეს აყენებს სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას პატივისცემით უნდა მოვკიდოთ, მაგრამ როდესაც ეს ხდება კომერციული ინტერესებით და ანაზღაურების სანაცვლოდ.
მისივე თქმით, ნახევრად მოხალისე შეიძლება სხვა რამეში იყო, მაგრამ ნახევრად მოხალისეობა ბრძოლაში და ომში ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს.
„კონკრეტულ ადამიანებს აშკარად კომერციული ინტერესი აქვთისინი იღებენ საკომისიოს, რაზეც ინფორმაცია ერთერთმა ოპოზიციონერმა მოგვაწოდა, როდესაც ჩასული იყო უკრაინაში. ეს გავრცელებული ინფორმაციაა. არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც ჩაიყვანენ უკრაინაში და მეორე - იღებენ საკომისიოს. ჩვენ არ ვამბობთ რა თქმა უნდა, რომ ეს ვრცელდება ყველა ადამიანზე, რომელიც იბრძვის უკრაინაში და დღეს რამდენჯერმე ხაზგასმით ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ვინმე იდეით არის ჩასული უკრაინაში და იდეით საკუთარ სიცოცხლეს აყენებს სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ პატივისცემით უნდა მოვკიდოთ თავიდან ბოლომდე, მაგრამ მეორე საქმეა, როდესაც ეს ხდება კომერციული ინტერესებით და ანაზღაურების სანაცვლოდ.
ორი სხვადასხვა რამეა. ნახევრად მოხალისე შეიძლება სხვა რამეში იყო, მაგრამ ნახევრად მოხალისეობა ბრძოლაში და ომში ცოტა ძნელად წარმომიდგენია, ამიტომ რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს. ჩვენ იქაც არავის არ ვამუნათებთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს. მინიმუმ მეტ პატივისცემას ხომ იმსახურებს ის ადამიანი, რომელიც იდეით არის იქ ჩასული, ამიტომ რაღაც ზღვარი გავავლოთ, აქ მეტი არაფერზეა საუბარი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024