გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: მმართველი გუნდის რყევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია და ჭიჭინაძის ქმედებები ამას ემთხვევა

20-07-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის,  გიორგი ვოლსკის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის გადაწყვეტილების  შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა.


მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი მმართველი გუნდის რყევა და დესტაბილიზაცია და ჭიჭინაძის ქმედებები ამას ემთხვევა.


„ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, იცოდა. მე ძალიან მიკვირს, რომ ბრიუსელის ვიზიტი, გერმანიის კანცლერის ჩამოსვლა - ამ თემის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და ლაპარაკია იმ რაღაც ფაცი-ფუცზე, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენმა ერთმა კოლეგამ. ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის, არავითარი შეზღუდვა არ არსბობს. არსებობს მთავარი ამოცანა, რაც აქვს ოპონენტ მხარეს. ეს არის დესტაბილიზაცია და მმართველი გუნდის რყევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დათო ჭიჭინაძე აკეთებს. არ მგონია, რომ ამ ნაბიჯზე ის შეგნებულად გადავიდა“ - აცხადებს ვოლსკი.


შეგახსენენბთ, რომ დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ ორი დღის წინ გარიცხეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031