გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის" გლობალურ დირექტორს შეხვდა

9-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის" გლობალურ დირექტორს ტოდ ბაიერს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს" შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის" გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.


ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის - "A Pleasure Doing Business"-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.


კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი", საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს.


კამპანიის მიმდინარეობისას ,,ბლუმბერგი" აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში" და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031