გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ პრეზენტაცია გაიმართება

9-12-2022

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, გაიმართება მედიცინის სამართლის მიმართულებით საქართველოში პირველი ჟურნალის- „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია.

მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, „ბიგვავა ბატიაშვილის“ იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით დაარსდა.


„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო, ასევე, საგანმანათლებლო და, ზოგადად, დარგობრივი პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობების მეშვეობით სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას.


პირველ რიგში, ეს გულისხმობს სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიეროს ტატიების შექმნას, კონკრეტულ აქტუალურ სამედიცინო სამართლებრივი ქეისების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შემუშავებას და ამ მიზნისადმი მიძღვნილ აკადემიურ სტატიათა ციკლის შექმნას.


ჟურნალის იურიდიული მიმართულების მთავარი რედაქტორები არიან პროფესორები გია ხუბუა, თამარ ზარანდია, ნუნუ კვანტალიანი და ასოცირებული პროფესორი გიორგი რუსიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031