10-12-2022
სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად, ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის.
„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის. კორუფცია („ეშმაკის მიერ ადამიანთა შეცდენის ერთერთი ფორმა“), შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ თუ ეს ამბავი თვით ევროპარლამენტის მაღლჩინოსნებში ხდება, მე მაშინ ტრადიციული ევროპული „ შეშფოთება-აღშფოთების“ ნაცვლად შემდეგი კითხვა და ეჭვი მიჩნდება.
მაგალითად, სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში, ცხადია ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გარეშე ვარაუდს და ეჭვს გამოვთქვამ, ხომ მაქვს უფლება?!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024