12-12-2022
როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო, მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა უკრაინაში მყოფი მებრძოლის გიორგი ფარცვანიას შეურაცხმყოფელ მიმოწერას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან. მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ამორალურად თავს დასხმოდა მამუკა მდინარაძეს.
თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
16-11-2024
16-11-2024