„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
უსუფაშვილის განცხადებით, ის მზადაა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა, მისივე თქმით, თუ მარგველაშვილი ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, შესაძლოა კანდიდატურის სხვა ვარიანტების განხილვაც მოხდეს.
„მე და ჩემი მეგობრები ყველა შემთხვევაში ვაგრძელებთ ბრძოლასა და შრომას. მე მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი. თუ გიორგი იქნება ამ პროცესში ჩართული, მე ასევე მზად ვარ, განვიხილო სხვა ვარიანტები, კანდიდატებისა თუ როლებისა. თუ იქნება გიორგი, ეს იქნება გაცილებით უკეთესი პროექტი, მაგრამ თუ იგი გადაწყვეტს, რომ რაღაც მიზეზების გამო არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს და მგონი წარმატებით შევძლებთ ამოცანის შესრულებას“- განაცხადა უსუფაშვილმა.