12-12-2022
ჩვენ დავამტკიცეთ საწარმოების რეფორმის 4 წლიანი სტრატეგია. განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, სადაც მოხდება რეფორმირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა პროგრამის „აწარმოე საქართველოს" შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის მასშტაბი გაფართოვდება და რეგიონებში ფილიალები შეიქმნება, რათა პროგრამაზე წვდომა ყველა მოქალაქეს შეეძლოს.
„საწარმოების რეფორმის სტრატეგიაზე ერთად მუშაობენ ბატონი ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ჩვენ დავამტკიცეთ 4 წლიანი სტრატეგია. განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, სადაც მოხდება რეფორმირება. ამის მიზანია შესაბამისი კორპორატიული მმართველობის ჩამოყალიბება ამ ორგანიზაციებში. ეს არის ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორებიცაა „ელექტროსისტემა", „საქართველოს რკინიგზა", „აეროპორტების გაერთიანება" „გაზის ტრანსპორტირების კომპანია".
და ბოლო საკითხი - მოგეხსენებათ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამას ჰყავს უკვე 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი. 20 000 მეწარმე არის ჩართული ამ პროგრამაში. მილიარდობით ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ადგილობრივ წარმოებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ბოლო ლების განმავლობაში. მიტომ, ახლა ჩვენ გვინდა, რომ ეს სიკეთეები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. რეგიონებში განსაკუთრებით, ადამიანებს არ აქვთ წვდომა, ფუფუნება და კომფორტი, რომ ადგილზე გაეცნონ ამ სერვისებს. და ადგილზე ისარგებლონ ამ პროგრამებით, ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაიწყება „აწარმოე საქართველოში" ფილიალების გაკეთება. რეგიონების მიხედვით გავშლით ამ პროგრამას, რომ ადგილზე ჩავუტანოთ ეს პროგრამა და ადგილზე მიიღონ წვდომა ამ პროგრამებით ეს არის ჩვენი მიზანი. ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყ=ვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024