თიბისი „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია
13-12-2022
თიბისი, 2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია. პრემიამ წლების მანძილზე ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.
წლევანდელი ლაურეატები 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში "ჰარაკი" დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.
- თეატრალური ხელოვნება: გივიკო ბარათაშვილი, მსახიობი. საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან „თოლია“. რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი).
- კინოხელოვნება: თინათინ და ხვიჩა ემირიძეები, კინორეჟისორები საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რესპუბლიკა''.
- მუსიკალური ხელოვნება: ვერიკო ჭუმბურიძე, მევიოლინე. საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო).
- მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): თორნიკე სიბაშვილი, პოეტი. საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021)
- მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი. საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021).
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მარი ლუიზა კონჯარია, ქიმიკოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი JournalofChromatography A, 2022).
- სახვითი ხელოვნება: ანა ჯიბლაძე, მულტიმედია არტისტი. საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი - TheOnlyScar” (2022).
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანა ქირია, ფილოლოგი, ფილოსოფოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“ 2021).
„წინანდლის პრემია 2022“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „პეესპე“, „ჰარაკი“, პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.