14-12-2022
2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, იზრდება 52,2 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს. სამინისტროსთვის დამატებული თანხიდან:
30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის;
32 მილიონი ლარი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის. 2023-2024 წლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 700-ზე მეტი სკოლის აღჭურვა;
2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მანდატურის სამსახურისთვის, ხოლო ინკლუზიური განათლების დაფინანსება იზრდება 3,0 მლნ ლარით;
განხორციელებული ტენდერის შედეგად, 16,5 მლნ ლარის ეკონომია წარმოიქმნა პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვაში, საიდანაც 1,7 მლნ ლარის განაწილება ხორციელდება სხვადასხვა პროგრამების დამატებით დაფინანსებაზე.
16-11-2024
16-11-2024