14-12-2022
2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. პროექტის საბოლოო ვარიანტში, სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილია 355 მილიონი ლარი და ჯამური ასიგნება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს. დამატებული თანხიდან:
200 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად, აუცილებელია ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბება და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამატებითი თანხების გამოყოფა;
100 მილიონი ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა;
25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე;
30 მილიონი ლარია დამატებით გათვალისწინებული განახლებული რეგიონების პროგრამის დაფინანსებაზე.
16-11-2024
16-11-2024