გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: არაფერი აზიანებს ევროპის რეპუტაციას ისე, ვიდრე უაზრო რეზოლუციები, რომლითაც ივანიშვილს სანქციები, ხოლო მიშას თავისუფლება ეკუთვნის

14-12-2022

„მსგავსი დოკუმენტების მიღება არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ბუნებრივიც არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს,“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

 

როგორც გვიდიანი წერს, ეს არის თეთრზე შავის დამტკიცების უსუსური მცდელობა. ამიტომ ასე არ გამოვა. უსამართლოა ეს რეზოლუცია და ამიტომ არ გამოვა.

 

„არაფერი აზიანებს ევროპის რეპუტაციას ისე, ვიდრე უაზრო რეზოლუციები, რომლითაც ივანიშვილს სანქციები, ხოლო მიშას თავისუფლება ეკუთვნის. მსგავსი დოკუმენტების მიღება არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ბუნებრივიც არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს. ეს არის თეთრზე შავის დამტკიცების უსუსური მცდელობა. ამიტომ ასე არ გამოვა.

 

უსამართლოა ეს რეზოლუცია და ამიტომ არ გამოვა. ქართველი ხალხი ცხვრები არ არიან, რომ ყველაფერი შეასაღო, რაც ენაზე მოგადგება. ეს არ არის ევროპა. უფრო სწორად, არ მინდა მჯეროდეს, რომ თურმე ეს ყოფილა ევროპა“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031