გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

15-12-2022

კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო და სამეცნიერო რესურსებს გააზიარებენ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო სესიები, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება. სტუდენტების ჩართულობით, ასევე განხორციელდება ერთობლივი პროექტები, როგორც თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისე მედიაწიგნიერების მიმართულებებით.


მედიაწიგნიერების განვითარების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული მედია პროდუქტებისა და მედია სტარტაპ პროექტების კუთხითაც ითანამშრომლებენ, სადაც მნიშვნელოვან როლს ასევე კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი შეასრულებს. შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კომისიის მიერ შემოშავებულ მედიაწიგნიერების ჰაბში ჩაერთვება.


მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიის წევრების ეკატერინე იმედაძის, ნათია კუკულაძისა და კომისიის წარმომადგენლების სტუმრობისას შედგა, რომლებსაც რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი „ქართუს" პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა სტუმრებს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამა წარუდგინეს.


ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ და კომისიის საქმიანობა, სატელეკომუნიკაციო და მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნეს. მედიალაბის ხელმძღვანელმა შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მედია სტარტაპების მიმართულებით მედიააკადემიის პროექტები წარუდგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930