15-12-2022
სპორტის, კარგი ლუდისა და მეგობრულ გარემოში გართობის მოყვარული ბათუმის მაცხოვრებლები თუ მისი სტუმრები უკვე კარგად იცნობენ პაბს „კერატორია“, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარულია მათთვის, ვინც თავის საყვარელ სპორტსმენებს ტელევიზიით გულშემატკივრობს.
ლუდის უამრავი სახეობის, ლუდთან შეთავსებული კრეატიული მენიუს, უნიკალური დიზაინის და ცოცხალი მუსიკის გარდა, რაც აქაურობას მართლაც გამორჩეულ სივრცედ აქცევს, პაბის მფლობელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგობრული, შინაურული, მყუდრო და ამავდროულად ცოცხალი, მხიარული განწყობის შექმნას, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობით, კეთილგანწყობით და იმ ყველაფრის სიყვარულით მიიღწევა, რისთვისაც ეს სივრცე თავის დროზე დაარსდა.
„თავდაპირველად ეს სივრცე ბიზნესის მიზნით არ შექმნილა. რაგბის და ზოგადად სპორტის მოყვარულმა რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ, ვიწრო წრისთვის მოგვეწყო ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და ლუდის თანხლებით ვუყურებდით ხოლმე თამაშებს. შემდეგ, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გარდა კიდევ უამრავ ადამიანს ჰქონდა ასეთი სივრცის მოთხოვნილება. ასე გადაიქცა აქაურობა ბარად, რომელიც უდიდესი სისწრაფით დაიხვეწა, გაფართოვდა და ახლა კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა და სტუმრების რიცხვი იზრდება და არსებულ სივრცეში ვეღარ ვეტევით,“ - ამბობს „კრეატორიას“ დამფუძნებელი.
ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის მრავალფეროვან არჩევანთან საგულდაგულოდაა მისადაგებული ქართული თუ უცხოური კერძების მენიუ. სნექი, პიცა, ბურგერი, სენდვიჩი და განსაკუთრებული, საფირმო ხორცის დაფები ის პროდუქტებია, რომელიც „კრეატორიაში“ მისული ნებისმიერი გემოვნების სტუმრისგულს ადვილად დაიპყრობს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კანჭის“ მენიუ - ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით შექმნილი ახლებური, ექსკლუზიურიკერძი - შებოლილი ხორცის, ბეკონის, მოცარელას, ჩედარისა და სხვადასხვა სანელებლების კომბინაციით შექმნილი კანჭის გუდა, რომლის ჭამაც მხოლოდ „კრეატორიაში“ შეგიძლიათ. ასევე - ქათმის კოტლეტი ბარდის პიურეთითუ სოსისი ყველითა და ლობიოს მუსით, მჟავე სოუსთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სპეციალურად და მხოლოდ „კრეატორიისთვის“ დამზადებულ, ჩამოსასხმელ შავ ლუდთან ერთად.
„ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად შეიქმნა. მთავარი ჩვენთვის იყო და არის ურთიერთობებზე დაფუძნებული საქმე. ადამიანი არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და ვცდილობთ, ყველა გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღოთ. ვცდილობთ, ადამიანებთან გავუშვათ მთავარი მესიჯი - ეს სივრცე ეკუთვნის ყველას თანაბრად, როგორც ჩვენ, დამფუძნებლებს, ასევე გუნდს და ასევე ყველა სტუმარს; რომ მთავარი ყველა საქმეში კეთილსინდისიერებაა და რომ ბიზნესის კეთებაშიც სწორედ ესაა მთავარი ამოსავალი წერტილი - კეთილსინდისიერად აკეთო საქმე. ამით მიიღწევა წარმატება.“
სულ მალე კი „კრეატორიას“გუნდი საყვარელ სტუმრებს დიდი სიახლით გაახარებს - თიბისის მხარდაჭერით ბარის სივრცე გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ სტუმარს დაიტევს. ერთ ჭერქვეშ მოქცეულ ორ განსხვავებულ სივრცეში თავის მოყრა შეეძლებათ როგორც სასადილოდ თუ სავახშმოდ მისულ სტუმრებს, ასევე ბარის სივრცეში, ურთიერთობისთვისა თუ გასართობად მისულ ადამიანებს, რომელთათვისაც „კრეატორია“ კვირაში ორჯერ, ტრადიციულად, ცოცხალ მუსიკა დაუკრავს.
16-11-2024
16-11-2024