გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს მდგრადობისა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე, თელავის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16-12-2022

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ერთობლივი ინიციატივით, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, გარემოს მდგრადობისა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე, თელავის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.


„საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით ნათელი გახდა, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემების დასანერგად, მგვ-ებსა და მუნიციპალიტეტებს მოუწევთ ინტენსიური კონსულტაციები ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად, რადგან როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე მწარმოებლების მხრიდან უნდა მოხდეს მუნიციპალური და სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა და შესაბამისი ხარჯეფექტური სქემების ჩამოყალიბება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრის მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა (EPR) და ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოში მოქმედი და მოსალოდნელი რეგულაციები განიხილეს.


სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNPD), ადგილობრივი თვითმმართველობის, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031