გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის„ფორეჯი" წარმომადგენლებს შეხვდა

17-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის„ფორეჯი" წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აკვაკულტურის ადგილობრივი წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაცია.


„საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი აკვაკულტურის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით შეიქმნას ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტი“, -განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თევზის დაავადებების საკითხზეც, რაცამ დარგის განვითარებისა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ლაბორატორიას აქვს სრული მზაობა ახალი კვლევის მეთოდები დანერგოს და ფერმერთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს.


შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.


შეხვედრასაჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლისმეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930