17-12-2022
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახლადაშენებული სამსართულიანი ყაზარმა გახსნა.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი შენობა მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
თავდაცვის ძალებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ყაზარმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. შენობა აღიჭურვა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით და მოეწყო სველი წერტილები, დაიგო ახალი იატაკი, განახლდა ჭერი, კედლები და განათების სისტემები.
ახლადაშენებულ ყაზარმაში განთავსდა ახალი ავეჯი და ინვენტარი. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
16-11-2024
16-11-2024