19-12-2022
მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერმა, სოზარ 2008 წლის ომის შესახებ მომზადებულ სარჩელებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, საქართველო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან არ თანამშრომლობდა.
"ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თუ არ ვითანამშრომლებდით, შესაბამისად, მტკიცებულებებსაც ვერ მივაწვდიდით და ეს საქმე როგორ შემოტრიალდებოდა, არავინ არ იცის. ამ ფონზე, 2015 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად დაიწყო მასალებისა და მტკიცებულებების მიწოდება. სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა იმის საფუძველი, რომ გამოძიება საქართველოს სასარგებლოდ დამთავრდა. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისას, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო და ამ პროცესს თინათინ ბურჯალიანი ხელმძღვანელობდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ჩვენ ის საჩივარი თავზე გადაგვახიეს, იმდენად დაუსაბუთებელი, არაკომპეტენტური და რეალობას მოწყვეტილი იყო. უბრალოდ, განხილვაშიც კი არ მიიღეს და თქვეს, რომ ამ ფარატინა ქაღალდების შეტანა სასამართლოს შეურაცხყოფა იყო. იგივე ბედი ეწეოდა სტრასბურგის სარჩელსაც, ჩვენ რომ არ მოგვესწრო და მტკიცებულებები არ გაგვემყარებინა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024