19-12-2022
GITA-სთან პარტნიორობით, პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით „ტექსტარსის სტარტაპ დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში წარდგენილი იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და Startup Georgia - ს ერთობლივი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სტარტაპები და პროექტები, ხოლო მეორე ნაწილში - ტექსტარსის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამის Startup Weekend - ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი სტარტაპიდეები.
ღონისძიების პირველი ნაწილის გამარჯვებული გახდა ორი გუნდი: DG Systems და Grassy, ხოლო მეორე ნაწილის - გუნდი L1st.
ღონისძიების მონაწილე ყველა გუნდს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
16-11-2024
16-11-2024