გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება

19-12-2022

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2023 წელს 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.


აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ლარი მიმართული იქნება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ", რომელიც საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა. პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. პროგრამას ახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.


2023 წელს ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ.


ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა თუ ფესტივალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში.


ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის გაზრდისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930