გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, ეს შეატრიალონ

19-12-2022

ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს მათ შორის ომის დანაშაული, მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, რომ ეს შეატრიალონ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის უდიდესი გამარჯვება, კიდევ ერთხელ აღიარება, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია და კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, შემდეგი თაობებისთვის, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები.

 

"ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს, ყველა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში საქართველოს სიმართლე გაგვეტანა და დაგვემტკიცებინა.

 

მე გეტყვით, რა ხდებოდა 2012 წელს, გახსოვთ ჩამოგდებული თვითმფრინავი, ბომბები თუ ა.შ. მტკიცებულებები გამქრალი იყო. მახსოვს, თეა როგორ განიცდიდა, დარბოდა და ეძებდა აბა სად იყო, ზოგი დაშლილი იყო, ზოგი სადღაც გადაგდებული, ეს ყველაფერი მოაგროვა და ერთიანად, ამ მტკიცებულებებით წარდგნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ.

 

ამას ვერ პატიობენ, იციან, რომ ის თავიანთი მხარდაჭერილი ევროსაბჭოს სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც ქართველ ბიჭებს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს მათ შორის ომის დანაშაული, მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, რომ ეს შეატრიალონ.

 

ეს არის უდიდესი გამარჯვება, ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება, რომ დიახ, საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია და კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შემდეგი თაობებისთვის, რომ მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები დავიბრუნოთ, ერთმანეთი დავიბრუნოთ.

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, ჩვენს მაგარ გუნდს, განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც იომეს, საქართველოს სიმართლე ბოლომდე გაიტანეს და ეს აღიარა როგორც ჰააგას სასამართლომ, ისე სტრასბურგმა“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930