20-12-2022
ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ბანკის ციფრულ არხებში. დღეიდან, საგადამხდელო ვებ გვერდი Pay.ge-ს განახლებული ვერსია გაეშვა.
Pay.ge არის ლიბერთის ციფრული საგადამხდელო არხი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს. Pay.ge-ს საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან ბარათზე მომენტალურად გადარიცხვის (P2P) ფუნქციონალით სარგებლობა.
„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.
ჩვენი გუნდის პრიორიტეტია მაქსიმალურად დახვეწილი ციფრული არხებით ადამიანებს გავუმარტივოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა. Pay.ge -ს განახლებისა და ვებ გვერდის მუშაობის ოპტიმიზაციის შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ გამარტივებულ ფუნქციონალს, გაუმჯობესებულ გამოცდილებას, რაც მათთვის სასურველი სერვისებით მარტივად სარგებლობას უზრუნველყოფს." - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
16-11-2024
16-11-2024