გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს მელიორაცია“, 2023 წელს, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის

22-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, 2023 წელს, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის.


„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მლნ ლარით განისაზღვრა. სამელიორაციო სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის დაფინანსება,  გასული წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით,11,1%-ით გაიზარდა.


აღნიშნული თანხიდან, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას 40 მლნ  ლარი მოხმარდება, რაც 4 მლნ ლარით მეტია ვიდრე 2022 წელს ამ მიმართულებით იყო გათვალისწინებული.სარწყავი და სადრენაჟეარხების  ექსპლუატაცია/მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში  ჩასატარებელ ღონისძიებებზე 25 მლნ  ლარი დაიხარჯება.  ბიუჯეტის თანხა ასევე მოიცავს არხების მოწესრიგებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენას, რისთვისაც 3.5 მლნ ლარია განსაზღვრული.  


ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ჯამში 44.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებია გამოცხადებული, მათ შორის, „მშენებლობა განვადებით“ პრინციპის გათვალისწინებით.


საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მელიორირებული ფართობები, რაც ფერმერებისთვის კიდევ უფრო მეტი  და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აჩენს. 


აღსანიშნავია, რომ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 000 ჰექტარიდან (2012 წელი)  163 000ჰექტარამდე,  ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 000 (2012 წელი) ჰექტარიდან 43 500 ჰექტარამდეა გაიზრდილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031