გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება 30 დეკემბრამდე შეიზღუდება

22-12-2022

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 22 დეკემბრის 13:00 საათიდან 30 დეკემბრის 00:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 


უწყების ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოების განმავლობაში, მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ასევე, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.


მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ღვინის აღმართის საშუალებით.


ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N3

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30