23-12-2022
სომელიელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სომელიე გამოავლინა. სამი ფინალისტიდან გამარჯვებული ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრებს შორის იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
„ღვინო ჩვენი კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, ამავდროულად ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი პროდუქტია, რითაც ვამაყობთ და პოპულარიზაციას ვუწევთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სომელიეს არსებობა, რომლის ფუნქციაც არის ჩვენი წამყვანი პროდუქტის გაცნობა საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად ღონისძიებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
კონკურსი სომელიეთა ასოციაციამ უკვე მესამედ გამართა. წლის საუკეთესო სომელიეს გამოვლენის პარალელურად ღონისძიებაზე ახალბედა სომელიეები წარადგინეს.
16-11-2024
16-11-2024