გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს

25-12-2022

მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა.


„მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს.


ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა - ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას.


დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031