გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: ილიამ სამი საუნჯე დაგვიტოვა - "მამული, ენა, სარწმუნოება" , სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა

26-12-2022

ილიამ სამი საუნჯე დაგვიტოვა - "მამული, ენა, სარწმუნოება" და სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა. სარწმუნოებასთან მისი გამიჯვნის კადრები ახსოვს ქართველ საზოგადოებას. მამული, საქართველოს მოქალაქეობა, ფეხქვეშ გათელა, სასამართლოზე ქართულ ენას გაემიჯნა და თარჯიმანი დასჭირდა - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

 

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული.

 

„რაც შეეხება სააკაშვილის მხარდამჭერებს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული, სინამდვილეში როგორც კი სააკაშვილმა 21-ე საუკუნის საბჭოთა რეპრესირებული მანქანა გააცოცხლა, ჯერ ამ მანქანას "ეხახუნა", მერე შეაქო... თავიანთი თანამშრომლობით რეჟიმისგან გამეტებული ხალხი გაწირეს და ახლა საკუთარი ბიოგრაფია რომ "გააპრავონ", ამ ხელისუფლებისგან ნებადართულ სიმამაცეში თვალების ბრიალით, ხმალამოღებული გადაეშვა.

 

როგორც წესი, მშვიდობის იმას რცხვენია, ვისაც ბრძოლის თავი არა აქვს. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენებ დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შეგონებას - ჭკუით, ქართველებო! როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მისი ვაჟები სრული შემადგენლობით იბრძოდნენ. უფროსი, იმ ომში გმირულად აღესრულა. იმ მოღვაწეების შვილები კი, რომლებიც დღენიადაგ იარაღისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არც აფხაზეთში უნახავს ვინმეს და არც სამაჩაბლოში, არსად, სადაც თავდადება იყო საჭირო“ - აცხადებს დავით მაღრაძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930