27-12-2022
„გლობალური ომის პარტიის წევრები ცდილობენ, რიგითი ექსპერტების, ევროპარლამენტარებისა და მაკეინის ინსტიტუტის რაღაც პოზიციები წარმოაჩინონ. მათ სააკაშვილის ციხეში მოხვედრის ლეგიტიმურობა დააყენეს ეჭვქვეშ“, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, გლობალური ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი გარკვეული ძალების მიზანი სააკაშვილის მათთვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაა.
„გლობალური ომის პარტიას, თავისი „აგენტოკრატებით“, სურს, გავლენის აგენტი - „ეფრეიტორი“ სააკაშვილი თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანოს, რადგან ის უამრავი საერთო პროექტის მონაწილე და ინფორმაციის მატარებელია, ასევე - არამდგრადი ფსიქიკა აქვს. ამიტომ მისი კომფორტულ პირობებში, არა ციხეში, არამედ ოროთახიან ლუქს პალატაში ყოფნა მათთვის სახიფათოა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024