გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: კითხვაზე, ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეს ვიმყოფებით, ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ისტორიის უნგრეთის მხარეს ვიმყოფებით - თუ აშშ-ს მშვიდობა სურს, მშვიდობა იქნება

28-12-2022

უკრაინას ბრძოლის გაგრძელება მხოლოდ იქამდე შეუძლია, ვიდრე აშშ მას ფულითა და იარაღით ეხმარება , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოცემა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.


მან ასევე აღნიშნა, რომ “თუ აშშ-ს მშვიდობა სურს, მშვიდობა იქნება”.


ორბანის თქმით, ეს წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო.


მისი თქმით, უნგრეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრევის საფრთხის წინაშე დადგა, ხოლო ენერგორესურსებზე ფასების ზრდას ქვეყანა სახიფათო მიმართულებით მიჰყავს.


უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი “პროუნგრულია”.


“ჩვენი პასუხი კითხვაზე ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეს ვიმყოფებით, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ისტორიის უნგრეთის მხარეს ვიმყოფებით”, - თქვა ორბანმა.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთი “მხარს უჭერს და ეხმარება უკრაინას”.


“ჩვენ დაინტერესებულები ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენაში, და დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. თუმცა ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ რუსეთთან ყველა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის დათმობაში”, - აღნიშნა ორბანმა.

ცნობისთვის, აქამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დადგომას ყველაზე მეტად რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები შეუწყობდა ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930