გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2023 წლის 1-ლი იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება

28-12-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

 

infohub.rs.ge წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი.

"აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის  ამოქმედების შემდეგ,  ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება,  ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი  მნიშვნელოვნად გამარტივდება.

 

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საინფორმაციო ბაზა - Infohub  ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას, ის  შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირს  მოიძიოს, დაამუშავოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

 

აქვე გაცნობებთ, რომ Infohub-ის შექმნის პროექტიამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  მხარდაჭერით, შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდანმიმდინარეობს" - აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930