გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ქართული თხილისთვის ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის

29-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში ქართული თხილის სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თხილი ქვეყნისთვისმნიშვნელოვანი კულტურა და ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამ სექტორში, ქვეყნის მასშტაბით,  ათასობით ფერმერიადასაქმებული, აქედან, უმრავლესობა, დასავლეთ საქართველოში.


„შარშან, დაახლოებით, 115 მლნ  დოლარის  ღირებულების ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა.  მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის. მიმდინარე წელს, ჩვენ ვაკვირდებოდით სექტორში მიმდინარე პროცესებს. კლიმატურმა პირობებმა, ასევე სხვა გარე ფაქტორებმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა, გამოიწვია ის, რომ ვერ მივიღეთ იმ რაოდენობის და ხარისხის მოსავალი, როგორიც შარშან იყო.


კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ შეძლეს სათანადო  წამლობის განხორციელება; ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება დაფასები, რის გამოცჩვენს ფერმერებსშემოსავალი შეუმცირდათ.

 

ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სწორედ ამ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. თხილის მწარმოებელი ფერმერების მხარდამჭერი პროექტის პირველი ეტაპი არის კადასტრი, თუ რომელ ფერმერს რა ფართობის, რა ჯიშის თხილი აქვს და ასევე, რა საჭიროებები არსებობს. შექმნილია შესაბამისი შტაბი, რომელიც აქტიურად მუშაობს.


დღეისათვის, ჩვენი უწყების თანამშრომლების მიერ, 20.000 ჰა თხილის ბაღები უკვე რეგისტრირებულია. ჩვენ  შევდივართ ყველა სოფელში და ყველა ფერმერს, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, ვუწევთ მომსახურებას. მომავალი წლის თებერვლიდან, როცა დავასრულებთ რეგისტრაციის პროცესს, 1 ჰა ფართობზე განვახორციელებთ 500 ლარის ოდენობით დაფინანსების გაცემას, რაც იქნება გამოყენებული მხოლოდ თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად. ფერმერებს ბარათებზე დაერიცხებათ ქულები და ამ ქულების გამოყენებით, წამლობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შეძენას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ“, -  განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930