გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა

2-01-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი. ის ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.


„ახალი წელი მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, მის ხალხს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში იღწვიან საქართველოს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებისთვის. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განსაკუთრებული სექტორია და მის სტაბილურ და მდგრად განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდა და სტაბილურობა", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.


საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს, რომეო მიქაუტაძესთან ერთად, ახალი წელი მიულოცეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930