გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტროს 3 წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება

24-07-2018

მეტროს 3 წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„დღეს მეტროს 43 შემადგენლობა ემსახურება და ჩვენი მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს დაემატოს კიდევ 12 შემადგენლობა. ამით ჩვენ შევძლებთ შევამციროთ გაჩერებებზე მოლოდინის რეჟიმი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ავტობუსების განვითარებასთან ერთად, იმისთვის, რომ გავაჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კიდევ უფრო დიდი სტიმული და შევამციროთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

მეტროს შემადგენლობების დამატება 2019-2021 წლებში იგეგმება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031