გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი მარგველაშვილზე: პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს; ეს ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს

5-01-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოუხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, გიორგი მარგველაშვილი შეგნებულად იტყუება. პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს!

 

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტისგან ძალიან სამარცხვინოა!

 

“ამ ადამიანის ბახუსთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა თქო. თუმცა არც ნაბახუსევზე გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით.

 

აქ კი უბრალოდ შეგნებულად იტყუება, პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს!

 

მაშ რა ხდება, ან სერიუზულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ჩვეულებრივ პოპულიზმთან, უფრო კი სრულიად შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. ყოფილი პრეზიდენტისგან კი ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930