გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2023

7-01-2023

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

„ვჰ­მად­ლობ­დეთ მა­მას, რო­მელ­მაც გვიხ­სნა სიბ­ნე­ლის ხელ­მწი­ფე­ბი­სა­გან… და შეგ­ვიყ­ვა­ნა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ძის სა­სუ­ფე­ველ­ში“ (კოლ.1.13)


დგე­ბა ჟამი გა­მო­უთ­ქმე­ლი სი­დი­ა­დი­სა!

იშ­ვე­ბა ქრის­ტე, ირ­ღვე­ვა სიბ­ნე­ლის საკ­ვრელ­ნი, „ჩრდილ­ნი უკუმსვლე­ლო­ბენ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა შე­მო­დის სი­ნათ­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად“.

რო­გორ შეხ­ვდე­ბით მას? გვექ­ნე­ბა მონ­დო­მე­ბა და მზა­ო­ბა იმი­სა, რომ ჩვენც ქრის­ტეს­თან ერ­თად თა­ნა­ვიშ­ვათ, რათა თა­ნაჯ­ვარსვეც­ვათ, თა­ნა­და­ვიფ­ლათ, თა­ნა­ავღდგეთ და მას­თან ერ­თად ვი­ყოთ მა­რა­დი­უ­ლად?


ეს ურ­თუ­ლე­სი კი­თხვაა და მას­ზე სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის აზ­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.


ფაქ­ტია, ჩვე­ნი მუდ­მი­ვი ად­გი­ლი ამ­ქვეყ­ნად არ არის. ჩვენ ამ ყო­ფის­თვის არა ვართ გა­ჩე­ნილ­ნი; უხრწნე­ლად შე­ვიქ­მე­ნით და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას­ვე უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ. ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ჩვე­ნი ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლით, ოღონდ ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის თან­ხვედ­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი ჩვე­ნი ხვედ­რი.


ჩვე­ნი ნება ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი სუ­ლით, გუ­ლით, გო­ნე­ბი­თა და სი­ტყვით ამი­ტო­მაც მათ­ზე ზრუნ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვმარ­თებს.


ჩვე­ნი სუ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა სინ­დი­სი.


სინ­დი­სი ღვთის ხმაა. მას ვერ და­ი­მორ­ჩი­ლებ, შენი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ვერ გა­ნა­წყობ, ბო­ლომ­დე ვერც აღ­მო­ფხვრი; პი­რი­ქით, თა­ვის მყო­ფო­ბას მა­ში­ნაც გვაგ­რძნო­ბი­ნებს, რო­დე­საც ვცდი­ლობთ, გა­ვექ­ცეთ, თუმ­ცა ისეც ხდე­ბა, რომ მუდ­მი­ვი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფით, მისი ხმა სუს­ტდე­ბა და აღარ გვეს­მის. არ­სე­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბაც, რა­საც „დამ­წვა­რი სინ­დი­სი“ ჰქვია და ადა­მი­ა­ნის უმ­ძი­მეს სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.


ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნა და მცნე­ბე­ბი ჩვენ­ში სინ­დი­სის ხმის სიძ­ლი­ე­რი­სა და მარ­თე­ბუ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი გან­მსა­ზღვრე­ლია და ჩვე­ნი სუ­ლის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან სინ­დი­სი ჩვენს ნე­ბას ღვთის ნე­ბას­თან აკავ­ში­რებს.


„ვე­რა­ვინ ვერ და­დებს სხვა სა­ძირ­კველს, გარ­და უკვე და­დე­ბუ­ლი­სა, რო­მე­ლიც არის იესო ქრის­ტე. ხოლო თუ ვინ რას აშე­ნებს ამ სა­ძირ­კველ­ზე - ოქ­როს, ვერ­ცხლს, ძვირ­ფას ქვებს, შე­შას, თი­ვას, ჩა­ლას, - თი­თო­ე­უ­ლის საქ­მე გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა ... ცე­ცხლით გამ­ჟღავ­ნდე­ბა და ცე­ცხლით­ვე გა­მო­იც­დე­ბა, ვინ რას აკე­თებს (1 კორ. 3, 11-13).


გული ცენ­ტრია ჩვე­ნი სი­ცო­ცხლი­სა, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა; ღვთის შიში, გრძნო­ბა­თა მთე­ლი სამ­ყა­რო და უფლთან ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი მას­ში მყო­ფობს.

გო­ნე­ბა კი გვეხ­მა­რე­ბა შე­ვიც­ნოთ გა­რე­სამ­ყა­რო და დავძლი­ოთ ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა.


ცოდ­ვის­გან ადა­მი­ა­ნის გული, გო­ნე­ბა და სული თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ლოც­ვით, მარ­ხვით, მღვი­ძა­რე­ბი­თა და გან­საც­დე­ლე­ბით; ამი­ტო­მაც არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს პრობ­ლე­მე­ბის. სიბ­რძნეც გვას­წავ­ლის: „კე­თილ­დღე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­ში­ში იყოს და უბე­დუ­რე­ბა - კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მე­ტად მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი.“

თუ სწო­რად ვცხოვ­რობთ, ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მისი შე­წევ­ნა კი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს იქ და მა­შინ, რა­საც ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით.


X X X X


ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბაა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ღვთის ხა­ტად და მსგავ­სად; სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ი­ცავს რო­გორც მაკ­რო, ისე მიკ­რო სამ­ყა­როს და შე­საქ­მის გვირ­გვი­ნად და მე­ფედ არის დად­გე­ნი­ლი.


მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოდ­ვით და­ცე­მის შემ­დეგ ადამ­მა და მის­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ, საღვთო ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, უკე­თურ ძალ­თა თვი­სე­ბე­ბიც შე­ი­ძი­ნა და ბო­რო­ტის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა, შე­მოქ­მედ­მა მა­ინც არ მიგ­ვა­ტო­ვა;


კაც­თა გან­სწავ­ლა ათას­წლე­ულ­თა მან­ძილ­ზე ხდე­ბო­და წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა და მსა­ჯულ­თა მიერ, სი­ტყვი­თა და რჯუ­ლით, ასე­ვე, ომე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­თა და და­მარ­ცხე­ბე­ბით... ბო­ლოს კი იუ­დას შტო­ში, იე­სეს მოდ­გმა­ში, და­ვი­თის სახ­ლში, და­ი­ბა­და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, - საღვთო აღმშე­ნებ­ლო­ბის მთე­ლი ის­ტო­რი­ის თა­ვის თავ­ში მომ­ცვე­ლი.


უფ­ლის მო­წყა­ლე­ბით მან მო­ი­ღო მად­ლი, - ეშვა შე­მოქ­მე­დი, რათა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა განღმრთო­ბი­ლი­ყო და ჩვე­ნი გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლი სას­წა­უ­ლი აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.


მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს: „ამი­ე­რი­დან აღა­რა ხართ მონა, არა­მედ შვი­ლი, ხოლო თუკი ძე ხარ, მა­შინ ქრის­ტეს მიერ ღმერ­თის მემ­კვიდ­რეც“ (გალ.4.7).

ასე­თი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სი­დი­ა­დის თა­ნა­ზი­ა­რია ადა­მი­ა­ნი;


ასე­თი დი­ა­დია თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი!


და თუ თქვენ ცხოვ­რობთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად სა­დი­დებ­ლად ღვთი­სა და მსა­ხუ­რე­ბად მოყ­ვა­სი­სა, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მეც­ნი­ე­რი ხარ, პო­ლი­ტი­კო­სი, ექი­მი, მშე­ნე­ბე­ლი, გლე­ხი, სპორ­ტსმე­ნი, პე­და­გო­გი, მძღო­ლი, ჯა­რის­კა­ცი თუ სხვა, შენი საქ­მი­ა­ნო­ბა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბად შე­გე­რა­ცხე­ბა და ეს იქ­ნე­ბა შენი ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური უფ­ლის­თვის მირ­თმე­უ­ლი და გა­ი­ხა­რებ ორ­სავ სო­ფელ­სა შინა.


გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ერ­თა­ნო­ბი­სათ­ვის ჩვენს ზრუნ­ვას, რად­გან გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად რთუ­ლი ად­გი­ლი გვი­კა­ვია და მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. „ურ­თი­ერ­თას სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეთ და ესრე აღას­რუ­ლეთ რჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“ (გა­ლატ.6,2), - მოგ­ვი­წო­დებს წმინ­და წე­რი­ლი.


X X X X


მო­დის მა­ცხო­ვა­რი, რათა გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლოს ურ­წმუ­ნო­ე­ბი­სა­გან და ჩვენს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­თხვებს გას­ცეს პა­სუ­ხი, უბო­ძოს კა­ცობ­რი­ო­ბას ცათა სა­სუ­ფევ­ლის ცოდ­ნა და სა­მარ­თა­ლი, ყვე­ლა­ფერს და­უბ­რუ­ნოს მა­რა­დი­უ­ლო­ბა და იხ­სნას იგი სიკ­ვდი­ლი­სა და ხრწნი­ლე­ბი­სა­გან, „რად­გან კე­თილ ინე­ბა მა­მამ, რომ მას­ში (ქრის­ტე­ში) დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი­ყო მთე­ლი სავ­სე­ბა და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­მო­ე­რი­გე­ბი­ნა ყო­ვე­ლი“ (კო­ლას.1,19-20)


ყვე­ლას და, პირ­ველ რიგ­ში, უკ­რა­ი­ნის ომის მძი­მე შე­დე­გე­ბით დათ­რგუ­ნულ და და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შვებს, სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ერ მო­ზარდს მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო ქრის­ტე­შო­ბის დი­დე­ბუ­ლი ზე­ი­მი; მი­ვუ­ლო­ცო იგი ყვე­ლა ტვირ­თმძი­მე­სა და მაშ­ვრალს, რად­გან ეს დღე­სას­წა­უ­ლი აღ­მა­ტე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ერ გან­საც­დელ­ზე, ჰმე­ტობს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ტკი­ვილს და იმე­დით გვავ­სებს.


ჩემო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდ­რნო და უცხო­ეთ­ში მყოფ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, სუ­ლი­ე­რად წარ­ვე­მარ­თოთ ბეთ­ლე­მი­სა­კენ, რათა მწყემ­სებ­თან ერ­თად ვა­დი­დით ყრმა იესო, მოგ­ვებ­თან ერ­თად შევ­წი­როთ ძღვე­ნი,- ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური და ან­გე­ლო­ზებ­თან ერ­თად ვუ­გა­ლო­ბოთ: „დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა.“


ღმერ­თმა და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!


ინე­ბოს უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ, ჩვენ­ზეც აღ­სრულ­დეს წმინ­და და­ვით მე­ფის სი­ტყვე­ბი:


„ნე­ტარ არს ხალ­ხი, ვის­თვი­საც ღმერ­თი არის უფა­ლი, ხალ­ხი, - მის­და სამ­კვიდ­როდ გა­მორ­ჩე­უ­ლი“ (ფსალ. 32.12).

თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,


ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი, შობა ქრის­ტე­სი 2023 წელი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930