9-01-2023
ე.წ. კრიტიკული მედია და ვითომ უფლებადამცველი არასამთავრობოები მთლიანად გადართულნი არიან იმ ტალღაზე, რომ შეასრულონ ნაცების დავალება - რაც შეიძლება დაძაბონ საზოგადოების ნერვები და სცადონ ეს დაძაბულობა ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართონ, არახალია - ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერის დაღუპვას ეხმიანება.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ე.წ. არასამთავროები და კრიტიკული მედია ნებისმიერ ამბავს, ისე ფუთავენ, რომ ხალხს დარჩეს შთაბეჭდილება ხელისუფლების უუნარობის შესახებ, მაგრამ საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა და პროვოკატორებს მხოლოდ რაღაც უაზრო შეშფოთება რჩებათ ხელში.
„მწყემსი გაგნას სინდრომი ქართულ კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო სექტორში. ის, რომ ეს ე.წ. კრიტიკული მედია და ვითომ უფლებადამცველი არასამთავრობოები მთლიანად გადართულნი არიან იმ ტალღაზე, რომ შეასრულონ ნაცების დავალება - რაც შეიძლება დახაბონ საზოგადოების ნერვები და სცადონ ეს დაძაბულობა ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართონ, არახალია.
ისინი ნებისმიერ ამბავს იმ ფორმით ფუთავენ, რომ ხალხს დარჩეს შთაბეჭდილება ხელისუფლების უუნარობის შესახებ, მაგრამ საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა (გარკვეულწილად მათივე წყალობით) ამ მედია-პროვოკაციებზე აღარ რეაგირებს და პროვოკატორებს მხოლოდ რაღაც უაზრო შეშფოთებები რჩებათ ხელში. ბოლო მაგალითი კი ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერის გარდაცვალება იყო.
მათ თავიდან ამ თემის "აწევა" და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართვა სცადეს - სად არის საელჩო, რას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ჩამოწერილი მოთხოვნების აფრიალება დააპირეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ბელგიის პოლიციას ამ საქმეში ვერ გარევდნენ და მაშინვე მიივიწყეს. შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ რა მოხდებოდა მსგავსი ტრაგედია საქართველოში რომ მომხდარიყო. დაიყრებოდა "რეზოლუციები", "დასკვნები", დაანონსდებოდა აქციები.
არადა ამ ვითომდა გულდათუთქულებს რეალურად კი მხოლოდ "სენსაცია", შეშფოთება" და გრანტი აინტერესებთ ზუსტად ისე, როგორც მევახშეს გაჭირვებული ადამიანის მიერ გადასახდელი პროცენტი. დამთავრდა ამ მედია და უფლებადამცველი მევახშეების დრო. აღარ ენდობა ხალხი მათს აღგზნებულ გამოსვლებს და მატყუარა მწყემსი გაგნას დღეში არიან“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024