9-01-2023
საქართველოში ელიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ შორის პრობლემებზე, არაერთხელ გამომითქვამს აზრი, თუმცა ამ თემის სიღრმისეულად განხილვა ჩვენთან რატომღაც არ ითვლებოდა „მოდურად.“ ამას თავის მიზეზები ჰქონდა და მათი განხილვა ცალკე თემაა. თუმცა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ამ კუთხით ერთგვარად დაძრა ყინული, როდესაც თავის მორიგ წერილში ელიტების თემასაც შეეხო ჩვენს ქვეყანაში აგრესიული ულტრალიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრების ჭრილში - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ულტრალიბერალური ელიტა, უზარმაზარი ფინანსური თუ მატერიალური ინექციების შედეგადაც კი ვერ ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ელიტად. ის დარჩა და დარჩება „ფსევდო-ელიტის“ როლში.
„საქართველოში ელიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ შორის პრობლემებზე, არაერთხელ გამომითქვამს აზრი, თუმცა ამ თემის სიღრმისეულად განხილვა ჩვენთან რატომღაც არ ითვლებოდა „მოდურად.“ ამას თავის მიზეზები ჰქონდა და მათი განხილვა ცალკე თემაა. თუმცა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ამ კუთხით ერთგვარად დაძრა ყინული, როდესაც თავის მორიგ წერილში ელიტების თემასაც შეეხო ჩვენს ქვეყანაში აგრესიული ულტრალიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრების ჭრილში.
სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სწორედ 2004 წელს დაიწყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ლიბერალებისთვის მიუღებელი ტრადიციული ელიტების „ჩარეცხვა“ და სწრაფი ტემპით ახალი ე.წ. ლიბერალური კონტრ-ელიტების ფორმირება, რასაც სხვათა შორის, აქტიურად უწყობენ ხელს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ტრადიციული ელიტების დაკნინებაში კი როგორც ავტორი სრულიად მართებულად აღნიშნავს, გამოყენებულია პრიმიტიული მეთოდი „ ქვეყანაში უნდა დაკნინდეს ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს.“
ეს იმიტომ, რომ ულტრალიბერალური ელიტა, უზარმაზარი ფინანსური თუ მატერიალური ინექციების შედეგადაც კი ვერ ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ელიტად. ის დარჩა და დარჩება „ფსევდო-ელიტის“ როლში. თავს არ შეგაწყენთ იმის ჩამოთვლით თუ როგორ ცდილობენ ისინი დამკვიდრებას. წერილში ეს კარგად არის აღწერილი და ვერაფერს დავამატებ. და ბოლოს, ავტორი გვპირდება სამომავლოდ დაასახელოს ოჯახები, რომლებიც რეალურად მართავენ აშშ-ს.
მე ახლავე დავასახელებ ამ ოჯახებს, რომლებსაც მოდით ასე ვთქვათ, უდიდესი და ხშირად გადამწყვეტი გავლენა აქვთ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. ეს არასრული ჩამონათვალია ამ საოჯახო დინასტიების: როკფელერები, მორგანები, ბარუხები, უოლტონები, მერდოკები, პრიცკერები, კოხები, მარსები, დორანსები, დუნკანები, ქარგილები....“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024