გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ჩვენი ერის კულტურა რელიგიაში, თავად კულტურაში, ტრადიციებში ბევრი წამყვანი ქვეყნისათვისაც კი მისაბაძია, ამას ჩვენივე მხრიდან აღიარება და დანახვა უნდა

9-01-2023

მოკავშირემ არ უნდა წაგართვას ის, რის დასაცავადაც მოგყავს! ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და რელიგიის დაცვით გვინდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. ყველამ გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ჯერ ვირჩევთ ჩვენსას და მხოლოდ ამის შემდეგ სიფრთხილით ვიღებთ სხვისას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

 

თამთა მეგრელიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჩვენი ერის კულტურა რელიგიაში, თავად კულტურაში, ტრადიციებში ბევრი წამყვანი ქვეყნისათვისაც კი მისაბაძია და ამას ჩვენივე მხრიდან აღიარება და დანახვა უნდა.

 

„ზაზა შათირიშვილის ყურადსაღები წერილი წავიკითხე, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო როცა ხედავ, რომ ქვეყნის წამყვანი რელიგიური გაერთიანება მუდმივი თავდასხმის ობიექტია; რელიგიური უმცირესობები პროგრესის ეტალონებადაა წარმოჩენილი; ლგბტ პირი სხვა ადამიანებზე მეტ პატივისცემას და საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს; გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება იდეოლოგიის მიმდევარი უმცირესობის ექსკლუზიური პრივილეგიაა; ქვეყანაში კნინდება ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს.(პატრიარქი,სპორტსმენი) ფაქტია, როგორც ბატონი ზაზა აღნიშნავს, ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღა, ლგბტ პროპაგანდა და ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებები ერთადერთ მიზანს - სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ადამიანის არა ღვთის სახედ შექმნილ და ღირსების მატარებელ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად ქცევას ემსახურება.

 

გვინდა გადავრჩეთ?! მაშინ ლიბერალური იდეოლოგიისა და აგენტოკრატიის საფრთხეებთან დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად უნდა ვაქციოთ! დიახ, საქართველო, რომელმაც ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა სამი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა, არ შეიძლება შეეწიროს რამდენიმე ოჯახის მიერ მოფიქრებულ გლობალურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სქემებს!

 

საქართველო და ქართველი ხალხი მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. იმსახურებს დაფასებას და აღიარებას რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობით! სწორედ ჩვენმა ტრადიციებმა, რელიგიამ, კულტურამ მოგვიყვანა დღემდე და შეგვინარჩუნა სახე. ჩვენ ამ ფასეულობებზე ვდგევართ და სხვაგვარად არც შეგვიძლია. მართალია სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ განაპირობა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში მოკავშირის ძიებისა და სხვისი აზრის უპირობოდ მიღების ჩვევა, თუმცა მოკავშირეობაშიც არსებობს წესი: მოკავშირემ არ უნდა წაგართვას ის, რის დასაცავადაც მოგყავს!

 

ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და რელიგიის დაცვით გვინდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. ყველამ გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ჯერ ვირჩევთ ჩვენსას და მხოლოდ ამის შემდეგ სიფრთხილით ვიღებთ სხვისას. ჩვენი ერის კულტურა რელიგიაში, თავად კულტურაში, ტრადიციებში ბევრი წამყვანი ქვეყნისათვისაც კი მისაბაძია. ამას ჩვენივე მხრიდან აღიარება და დანახვა უნდა, მაგრამ ვაი რომ იმდენად ჩაგვფლეს ზღვარგადასული ლიბერალიზმის ტალახში, რომ იქედან თავის წამოწევაც კი გვიჭირს. არადა დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი წილი მოსაგები ომი აქაც მოვიგოთ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930