9-01-2023
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.
„კასიანოვის მიერ ნახსენებ სამხედრო აღჭურვილობაში, ე.წ. ბუკებში, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადმოსცა, თავის დროზე, საქართველოს შესაბამისი თანხა აქვს გადახდილი. ეს არ იყო ნაჩუქარი.
რაც შეეხება უკრაინისთვისი არაღის გადაცემას და სხვა ტიპის სამხედრო დახმარებას, ეს ნიშნავს საქართველოს ომში პირდაპირ ჩართვას. ანდრეი კასიანოვს ვურჩევ, თუ მსგავსი წესები არ იცის, კარგად გაეცნოს და შემდეგ მოსთხოვოს საქართველოს ამ ომში ჩართვა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კასიანოვის თქმით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა.
16-11-2024
16-11-2024