გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 97 წლის იუბილეს ულოცავს

16-01-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.


მიხეილ ჩხენკელი: „ქალბატონო მზექალა, მსურს, გულითადად მოგილოცოთ 97 წლის იუბილე.


მრავალწლიანი გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით თქვენ მართლაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. პირადად ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღესაც აგრძელებთ ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. თქვენი ნაშრომები მაგალითია ახალგაზრდებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტის კვლევა.


თქვენი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდეთ, რომლებიც, მჯერა, მომავალში ჩვენ სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალჯერ ასახელებენ.


კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული შემართებით აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე ჩვენი ქვეყნისა და ახალგაზრდობის საკეთილდღეოდ!“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031