16-01-2023
„არავის არ აღუნიშნავს ბუბას პოლიტიკური შეხედულება და წერს და ამბობს მხოლოდ კარგს, ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა 1 წლის წინ. მახსოვს პირიქითა ბაბლმა, ანუ ნაც ლიბერალებმა გამოკვეთილად ლანძღეს, "ძაღლი მიაკვდა სულში" და მრავალი ასეთი საზიზღრობა. მეტიც, თავისი ბაბლი დააშინეს, თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, ან მწუხარებას გამოხატავდი, მაგაზეც გაბულინგებდნენ და გამუნათებდნენ,“- ამის შესახებ ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ესაა კონცეპტუალური სხვაობა ნაცსა და ქოცს შორის, ადამიანურ პოლიტიკასა და სექტანტურ პოლიტიკას შორის.
„ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა და ვუსამძიმრებ მთლიან საქართველოს, იმიტომ რომ ბუბა იყო იკონური წარმომადგენელი ქართული კულტურის. აქვე, ერთი საინტერესო დაკვირვება მინდა შემოგთავაზოთ. ბუბა იყო ნაცების პირველი ნომერი, მაგრამ უკლებლივ ყველა ქოცი, იქნება ეს თანამდებობის პირი, თუ უშუალოდ ამომრჩეველი, აბსოლუტურად არავის არ აღუნიშნავს ბუბას პოლიტიკური შეხედულება და წერს და ამბობს მხოლოდ კარგს, უსამძიმრებს და განიცდის..
ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა 1 წლის წინ. მახსოვს პირიქითა ბაბლმა, ანუ ნაც ლიბერალებმა გამოკვეთილად ლანძღეს, "ძაღლი მიაკვდა სულში" და მრავალი ასეთი საზიზღრობა. მეტიც, თავისი ბაბლი დააშინეს, თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, ან მწუხარებას გამოხატავდი, მაგაზეც გაბულინგებდნენ და გამუნათებდნენ.
ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბ.ნი რეზო იყო გამოკვეთილად ანტინაცი, ანტილიბერალი და ამავე დროს უნიჭიერესი პოეტი, მე ვიტყოდი უდიდესიც.. მე მგონია ესაა ის კულტურული ლოგიკა, რაც განასხვავებს ნაცს და ქოცს. ესაა კონცეპტუალური სხვაობა ნაცსა და ქოცს შორის, ადამიანურ პოლიტიკასა და სექტანტურ პოლიტიკას შორის..“- წერს სულთანიშვილი.
1-11-2024
1-11-2024