გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი - მარგველაშვილმა თავისი უზომო ინდივიდუალური „მე“კოლექტიურ „ჩვენ“-ზე წინ დააყენა

24-07-2018

პრეზიდენტი, ტაქტის გრძნობა და სლატშეიმინგი - POST TV-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადაცემაში „რეპლიკა“ აფასებს.
ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“ მარგველაშვილი თავისუფლების ცნების განსაზღვრას შეეცადა და აღნიშნა, რომ თავისუფლება არის გააზრება იმისა, თუ სად ხარ და რა როლს თამაშობ. 
„ამ დიდაქტიკას აფრქვევდა ადამიანი, ვისაც ქრონიკულად უჭირს საკუთარი როლისა და ადგილის გააზრება, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ინდივიდუალიზმის სიკეთეზე ლაპარაკობდა კაცი, რომელმაც თავისი უზომო ინდივიდუალური „მე“ დააყენა კოლექტიურ „ჩვენ“-ზე წინ და მთელი ლექციაც მისი „მეს“ ძალიან უხერხული დემონსტრირება იყო“ - აცხადებს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ამ დაუმორჩილებლობის ფილოსოფიამ მარგველაშვილი სრულიად ამოაგდო ყველაფრის ტაქტიდან. ვეღარ იგრძნო სად არის და როგორია მისი როლი. ხალხი სხვაგანაა, ის სხვაგან, კანონი სხვას ამბობს, ის საწინაარმდეგოს აკეთებს. 
„აკი თქვა კიდევ თავის ლექციაზე მე მიმყავს წინ ქართული დემოკრატია და მე, ჩემი კანდიდატურის დასახელება - არდასახელებით ვქმნი ქართულ პოლიტიკას, მე ვარ არჩევნების მთავარი ინტრიგა და მე ვავითარებ ხელისუფლებასაც და ოპოციზიასო“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.
გადაცემის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ნატო-ს სამიტზე, სადაც მისი თქმით, მარგველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად იდგა და როგორც ყველაზე თავისუფალმა ლიდერმა, ერთადერთმა იქ მდგომებს შორის ცეკვა დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930