გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

17-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა.


განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია.


შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, Majid Al Futtaim Group-ი საქართველოში წარმატებით ოპერირებს და არსებული პორტფელის გაზრდის შემთხვევაში, ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ექნება.


Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში. ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი, 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ "კარფურის" მფლობელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930